სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სწორედ ბაჩანა ბრეგვაძის სახელიმიენიჭება,-ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა.
ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.
ცნობისათვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაჩანა ბრეგვაძეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავდნენ.