ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოცდამეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“გასვლაზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში დამარცხდა.

გიორგი ქოჩორაშვილმა (Flashscore - 6,8) მინდორზე შეხვედრის ბოლომდე იყო.

„რეალ ოვიედო“ - „ლევანტე" 1:0(1:0)
გოლი: 27' იგნასი მიკელი, საკუთარ კარში

გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ ლიდერს, „ელჩეს“ მასპინძლობდა.

მასპინძლები მე-13 წუთზე გიორგი წიტაიშვილის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს. გიორგი წიტაიშვილი (Flashscore - 7,3) მწვრთნელმა 79-ე წუთზე შეცვალა.

„გრანადა“ - „ელჩე“ 1:1(1:1)
გოლები: 13' გიორგი წიტაიშვილი, 16' ოსკარ პლანო 1:1
49-ე წუთზე ლუკას ბოიემ („გრანადა“) თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.