საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.



"თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.