„ბათუმობა 2025“ 3 და 4 მაისს საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები.

სპეციალურად განთავსებულ დახლებსა და ჯიხურებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, გასტრონომიული კუთხე.

4 მაისს, საზეიმო ვითარებაში, გაიმართება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. 

„ბათუმობა 2025“ გალაკონცერტით დასრულდება.