მომღერალი კახა ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მომღერალმა ინფორმაცია „აიპრესს“ დაუდასტურა.
კახა ცისკარიძის თქმით, ის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობას ექნება ამის სურვილი.
"ვიქნები იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას ექნება ამის სურვილი და ხელმოწერები შეგროვდება უახლოეს დღეებში“,- აღნიშნა ცისკარიძემ.
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
კახა ცისკარიძე: თუ მოსახლეობას სურვილი ექნება, ბათუმის მერად კენჭს ვიყრი

1503907560