უნგრეთი აპირებს რუსული დრონების ჩამოგდებას, თუ ისინი განზრახ ან შემთხვევით დაარღვევენ მის საჰაერო სივრცეს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
"რამდენადაც ვიცი, კი. ჩვენ ამის არ გვეშინია, რა თქმა უნდა, მათ ჩამოვაგდებთ", - თქვა ორბანმა.
ორბანის თქმით, დასავლეთ ევროპელების პოზიცია რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით არასწორია.
"ჩვენ ყველა ასპექტში უფრო ძლიერები ვართ. არასდროს მესმოდა, რატომ ვსაუბრობთ, როცა უფრო ძლიერები ვართ, თითქოს სუსტები ვიყოთ. რუსეთი ჩვენთან შედარებით სუსტია, სუსტი სამხედრო თვალსაზრისით, სუსტი ეკონომიკურად და რიცხობრივადაც სუსტი", - განაცხადა ორბანმა.