უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამით ორბანმა დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევა აღიარა.

ცნობისთვის, ორბანმა განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შეფრინდა თუ არა უნგრული დრონები უკრაინაში, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის და უნგრული დრონების მიერ მათი საზღვრის დარღვევა პრობლემა არ უნდა იყოს.

სიბიჰამ ასევე დაწერა, რომ ორბანის შეხედულებებს სახელმწიფო სუვერენიტეტზე "სიამოვნებით მოისმენენ", "როდესაც რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდება". 

"კარგი ამბავი ის არის, რომ პრემიერმინისტრმა ორბანმა უნგრეთიდან უკრაინის საჰერო სივრცეში რამდენიმე დრონის შეჭრა აღიარა. სიარტო, როგორ მიდის შენი ტვინი "ფეიკზე"? [...]

თუმცა, ცუდი ამბავი ისაა, რომ პრემიერმინისტრი რუსული პროპაგანდით კვლავ მოწამლულია.

სიხარულით მოვისმენთ მის შეხედულებებს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე, როდესაც რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდება, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროპელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე მოითხოვეს". - წერს სიბიგა.