ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი,  ალგერნონ იაუ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 22 ოქტომბერს  გაიხსნება.  იაუ სიტყვით გამოვა პანელზე - Rewiring Global Trade.

ალგერნონ იაუ ეკონომიკური განვითარების მდივნის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს. იგი ასევე მუშაობდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ავიაციისა და ლოჯისტიკის სექტორებში, იყო Greater Bay Airlines-ის და Cathay Dragon-ის აღმასრულებელი დირექტორი, Cathay Pacific-ის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და Cathay Pacific-ის მომსახურების მიწოდების დირექტორი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი,“ რომელიც 2025 წლიდან ტარდება,  უკვე დამკვიდრდა მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმად როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ასევე  ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.