ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, ქავთარაძის N44-ში მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, ბრტყელი სახურავი განახლდა.

გარდა ამისა, ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე, ასევე, რეაბილიტირდა მორიგი ლიფტი. ამჯერად, პროექტი ფალიაშვილის N72-ში განხორციელდა.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

სულ, მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 42 სახურავი და 81 ლიფტი რეაბილიტირდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.