სილქნეტი დაბადების დღის აღსანიშნად მომხმარებლებს ფასდაკლებებს და აქციებს სთავაზობს.

მხოლოდ 12 მარტს ოქროს ნომრებზე ამოქმედდება ფასდაკლებული ტარიფი. მხოლოდ ამ დღეს, აპლიკაციის MySilknet მეშვეობით, მომხმარებელი ჩაირთავს "მეტის" და ინტერნეტის სტანდარტულ პაკეტებს, რომელსაც საჩუქრად  30 დღის ვადით მოჰყვება  "ღამის ულიმიტო" ინტერნეტი.

იუბილეზე  ყველაზე პოპულარულ ულიმიტო პაკეტებზე ამოქმედდება ფასდაკლებები:

პაკეტი "ყველაფერი ულიმიტო" – 40 ლარი (55 ლარის ნაცვლად); პაკეტი "ულიმიტო ინტერნეტი" – 25 ლარი (32 ლარის ნაცვლად); ახალი პაკეტი "ულიმიტო სასაუბრო დრო" – 15 ლარი (22 ლარის ნაცვლად).

აღნიშნული ფასი  გავრცელდება პაკეტის პირველად აქტივაციაზე (კოდით *012#) და მომდევნო 2 განახლებაზე.

სილქნეტს სახლის ფიქსირებულ ინტერნეტზეც აქვს შეთავაზებები:

პაკეტის უცვლელად, ოპტიკური ინტერნეტზე კიდევ უფრო მეტი სიჩქარისთვის, გაიაქტიურებთ შეთავაზებას  ოპტიკური ბუსტი, რომელიც 30 დღით უფასოდ, გაგიზრდით სახლის ინტერნეტის სიჩქარე 15 მბ/წმ-ით!

 

თუ 00:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში აქტიურად სარგებლობთ ინტერნეტით და გჭირდებათ უფრო მეტი სიჩქარე, ვიდრე თქვენს რჩეულ პაკეტშია, ჩაირთეთ დამატებითი მომსახურება „ღამის ექსპრესი“, რაც 50მბ/წმ -ით გაგიზრდის სიჩქარეს ღამის საათებში.

თუ ახლა ერთვებით სილქნეტის ოპტიკურ ქსელში, ინსტალაცია უფასოა.  საჩუქრად კი, აქციის ფარგლებში, ერთი თვე უფასოდ ისაუბრებთ მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 ნომერთან. გააწევრეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ნომრები შეთავაზებაში ,,შენი ოთხეული“.

გაეცანით საიუბილეო შეთავაზებებს დეტალურად და დაელოდე 12 მარტს!