საქართველოს ბანკი განაგრძობს ემიგრანტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას და პარტნიორ კომპანიებთან ერთად იმ ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მათ საჭიროებებზე არის მორგებული და ყოველდღიურობას უმარტივებს.
ამჯერად, საქართველოს ბანკი Boxette-თანთანამშრომლობით ემიგრანტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს, რაც გზავნილების გაგზავნას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
შეთავაზების ფარგლებში, აშშ-დან საქართველოში ამანათის გამოგზავნისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური ტარიფით ისარგებლონ - 1 კგ. 7.5 დოლარის ნაცვლად 6.5დოლარად გამოაგზავნონ.
გარდა ამისა, ყოველი ამანათის გამოგზავნასთან ერთად მომხმარებლები პრომო კოდს მიიღებენ, რომლის გამოყენებითაც საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახის წევრები აშშ-ში ამანათის გაგზავნას შეღავათიანი ტარიფით შეძლებენ - 11.9 დოლარად, ნაცვლად 12.9 დოლარისა.
აქცია მოქმედებს 1 ივნისამდე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ემიგრანტებისთვის მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რათა მათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ საბანკო მომსახურებით სარგებლობა. ამასთანავე, ბანკი მათ სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს სთავაზობს და მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებს. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობთ და ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის ანგარიში, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ბმულზე და მიიღოთ უფასო კონსულტაცია.




