2 მაისს 12 საათზე გაიმართა საჯარო დებატები განათლების სფეროს ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსის 102-ე აუდიტორიაში (ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5). საჯარო დებატებში მონაწილეობა მიიღეს პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დებატების სკოლის მოსწავლეებმა და ღონისძიებას დაესწრნენ პროექტის ფარგლებში არსებული დებატების კლუბების მოსწავლეები თბილისისა და რეგიონის საჯარო სკოლებიდან, დებატების სკოლების მონაწილეები და ილიაუნის სტუდენტები.
„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, დებატების სკოლამ ილიაუნისთან ერთად დაიწყო აქტიური ფუნქციონირება 2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 60 დებატკლუბი უკვე აქტიურად ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად ისახავს მოსწავლეებსა და სტუდენტებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
ქეთო მაღრაძე
577326326