რომელი 10 პროდუქტი გაძვირდა მარტში ყველაზე მეტად

1617374583
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7,2% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის დასრულება, რის შედეგადაც საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირის ჯგუფში 7,6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.
გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის მარტში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით):
1. მზესუმზირის ზეთი - გაძვირდა 62,8%-ით;
2. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 40,1%-ით;
3. წიწიბურა - 36,4%-ით;
4. ლურსმანი - 35,2%-ით;
5. თერმომეტრი - 31,9%-ით;
6. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 31,8%-ით;
7. მწვანე ლობიო - 30,8%-ით;
8. თევზის კონსერვი - 30,6%-ით;
9. შაქარი - 30,1%-ით;
10. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები- 29,2%-ით.