მოგეხსენებათ, რომ ლაქტოზის აუტანლობა არის ლაქტოზის მონელების დაქვეითებული უნარი. ლაქტოზა არის რძეში და სხვა რძის პროდუქტებში შემავალი შაქარი, რომელიც ჩვეულებრივ იშლება ფერმენტის მეშვეობით, რომელსაც ლაქტაზა ჰქვია, და რომელსაც უჯრედები წარმოქნებიან წვრილი ნაწლავის ღრუში.
თანდაყოლილი ლაქტაზას დეფიციტის დროს, ჩვილის ორგანიზმს არ შეუძლია დედის რძეში ან ხელოვნური საკვების შემადგენლობაში არსებული ლაქტოზის დაშლა. ლაქტოზას აუტანლობის ეს ფორმა იწვევს ძლიერ დიარეას. თუ ახალშობილებს არ აქვთ ამ დროს შერჩეული სპაციალური საკვები ფორმულა, მათ შეიძლება განუვითარდეთ ძლიერი დეჰიდრატაცია და წონის დაკლება. ლაქტოზა არის შაქარი, რომელიც გვხვდება საკვებში, რომელიც ბევრ ბავშვს უყვარს, მათ შორის არის რძე, ნაყინი და მდნარი ყველი. ის ასევე გვხვდება ცომეულში, სოუსებში, კანფეტებში და სხვა საკვებში. ლაქტოზა შედგება ორი მარტივი შაქრის მოლეკულისგან - გლუკოზა და გალაქტოზა. იმისათვის, რომ იგი შეიწოვოს ორგანიზმის მიერ, ლაქტოზა უნდა დაიშალოს ორ კომპონენტად ფერმენტით, რომელსაც ეწოდება ლაქტაზა და რომელიც გვხვდება წვრილი ნაწლავის ღრუში. მაგრამ მათთვის, ვისაც აქვს ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას მოქმედება არაეფექტურია და მცირე ნაწლავში ლაქტოზას ათვისება შეუძლებელია. ლაქტოზა შემდეგ გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც მას ფერმენტირდება ნაწლავის ბაქტერიებით. ეს პროცესი წარმოქმნის ნახშირორჟანგს და წყალბადს, აგრეთვე გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც აქვთ შებერილობის და ტკივილის გამოწვევის ეფექტი.
- რომელ ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება ყველაზე ხშირად დაავადება დარითაა იგი განპირობებული?
ზრდასრულ ასაკში ლაქტოზას აუტანლობა გამოწვეულია ჩვილობის პერიოდში ლაქტაზის წარმოების შემცირებით. თუ ლაქტოზას აუტანლობის მქონე პირები მოიხმარენ ლაქტოზას შემცველ რძის პროდუქტებს, მათ შეიძლება განუვითარდეთ მუცლის ტკივილი, გულისრევა და დიარეა, რომელიც იწყება კვების დასრულებიდან 30 წუთიდან 2 საათამდე ინტერვალში. თუმცა მათ შეუძლიათ ისეთი რძის პროდუქტების მიღება, როგორიცა ყველი ან იოგურტი დისკომფორტის გარეშე, რადგან ეს საკვები მზადდება დუღილის პროცესების გამოყენებით.
არსებობს ლაქტაზის თანდაყოლილი დეფიციტის ფორმა, რომელიც წარმოადგენს ჩვილობის ასაკის მნიშვნელოვან პრობლემას, თუმცა მოზრდილი მოსახლეობის 65 პროცენტს აქვს ლაქტოზის მონელების შემცირებული უნარი ჩვილობის პერიოდთან შედარებით. ზრდასრულ ასაკში ლაქტოზას აუტანლობა ყველაზე მეტად არის გავრცელებული აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობაში. პრევალენტობა ყველაზე დაბალია პოპულაციებში, რომელთაც დიდი ხნის ისტორია აქვთ კვებაში არაფერმენტული რძიანი პროდუქტების გამოყენების;
ჩვილებში ლაქტოზის აუტანლობა (თანდაყოლილი ლაქტაზის დეფიციტი) გამოწვეულია LCT გენის თანდაყოლილი ლაქტაზის დეფიციტის გამომწვევი მუტაციებით. ახალშობილებს მკვეთრად გაუარესებული აქვს დედის რძის ან ხელოვნურ რძეში არსებული ლაქტოზის მონელების უნარი. ზრდასრულ ასაკში ლაქტოზას აუტანლობა გამოწვეულია LCT გენის მოქმედების თანდათანობით დაქვეითებით.

არსებობს ლაქტაზის დეფიციტის სხვადასხვა ფორმა:
პირველადი ლაქტაზის დეფიციტი: ეს მდგომარეობა ძალიან იშვიათია და გვხვდება ჩვილებში, რომლებიც იბადებიან ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტით ან არარსებობით. ჩვილები ამ პრობლემას იღებენ რეცესიული გენის მეშვეობით. პირველადი ლაქტაზას დეფიციტის დროს ჩვილებს საკვებად სჭირდებათ სპეციალიზირებული ფორმულა სხვა ტიპის შაქრით, როგორიცაა საქაროზა.
მეორეული ლაქტაზის დეფიციტი: ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ლაქტოზას დროებითი აუტანლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ზიანს აყენებს წვრილი ნაწლავის ფუნქციას. ინფექციის სიმპტომებში შედის ღებინება, დიარეა (ხშირი, წყლიანი განავალი) და ცხელება. მეორეული ლაქტაზის დეფიციტი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ცელიაკიით, რაც ნიშნავს გლუტენის აუტანლობას; კრონის დაავადებამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ნაწილზე, და გამოიწვიოს ლაქტაზას დეფიციტი. დღენაკლულ ახალშობილებს მეტი რისკი აქვთ ამ პრობლემის განვითარების, ზოგიერთ დღენაკლულ პაციენტებში პრობლემა იწყება დაბადებიდან და კლასიფიცირდება, როგორც თანდაყოლილი დეფიციტი.
შეძენილი ლაქტაზის დეფიციტი: ადამიანების დიდ უმრავლესობას ლაქტოზის აუტანლობა შესაძლოა განუვითარდეს დროთა განმავლობაში. დადგენილია, რომ შეერთებულ შტატებში მოზრდი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა მოზრდილობისას შეიძინა ლაქტაზას დეფიციტი. ეს მდგომარეობა გამოწვეულია მცირე ნაწლავში არსებული ფერმენტის ლაქტაზის რაოდენობის ვარდნით. მიუხედავად იმისა, რომ ლაქტოზა კვების მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში, ის მოზრდილებში ნახშირწყლების (შაქრის) მოხმარების მხოლოდ 10% -ს წარმოადგენს. თუმცა, ლაქტოზას აუტანლობის მქონე პირებს არ შეუძლიათ შაქრის ამ მცირე რაოდენობის მონელება.
ლაქტოზას აუტანლობა ხშირად ოჯახური ანამნეზი აქვს. ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ლაქტოზის აუტანლობის განვითარებაზე, არის ეთნიკური ფონი. ზრდასრული კავკასიელების დაახლოებით 15% და ზრდასრული ამერიკელების 85% აქვთ ეს პრობლემა. ლაქტოზას აუტანლობის პროცენტული მაჩვენებელი ასევე ძალიან მაღალია აზიური წარმოშობის, ესპანური წარმოშობის, ამერიკელებსა და ებრაელ პირების შორის.

3. როგორია ნიშნები, რომელიც ვლინდება ლაქტოზის აუტანლობის დროს და რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან მომართვიანობა?
როგორც ავღნიშნე, ლაქტოზას აუტანლობის მქონე ბავშვების ორგანიზმი არ აწარმოებს საკმარის ლაქტაზას, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბუნებრივ ფერმენტს, რომელიც შლის ლაქტოზას. იმისათვის, რომ გაითვალისწინოთ, თქვენს შვილს ხომ არ აქვს ეს პრობლემა, მნიშვნელოვანია იცოდეთ ნიშნები და სიმპტომები.
თუ თქვენს შვილს აქვს ლაქტოზის აუტანლობა, რაც უფრო მეტ ლაქტოზას მოიხმარს, მით უფრო მეტი სიმპტომი გამოვლინდება. არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელსაც უნდა დააკვირდეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა თქვენი შვილი საკვებად გამოიყენებს რძის პროდუქტებს:
- ფხვიერი განავალი, მუცლის შებერილობა
- დიარეა წყლის შემცველი განავლით
- ბოყინი, გულისრევის შეგრძნება
- გამონაყარი კანზე
- მუცლის გენერალიზებული ტკივილი და კოლიკა
მშობლები ზოგჯერ ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომებს მიაკუთვნებენ რძის ალერგიას. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მსგავსი სიმპტომები აქვს, ისინი ძალიან განსხვავებული პრობლემებია. რძის ალერგია არის იმუნური სისტემის რეაქცია, რომელიც ჩვეულებრივ ჩნდება ცხოვრების პირველ წელს. ლაქტოზის აუტანლობა კი არის საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, რომელიც იშვიათად ვლინდება ჩვილებში ან პატარა ბავშვებში. ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები შეიძლება დაიწყოს გვიან ბავშვობაში ან მოზარდობაში და შეიძლება უფრო შესამჩნევი გახდეს ზრდასრულ ასაკში.
ლაქტოზის აუტანლობის ტესტირება საკმაოდ ადვილია. ეს კეთდება სუნთქვის ტესტის გამოყენებით, რომელიც ზომავს სუნთქვის დროს წყალბადის რაოდენობას, ლაქტოზას მოხმარების შემდეგ. ჩვეულებრივ, ნორმის დროს ძალიან ცოტა წყალბადის კონცენტრაციაა გამოვლენილი სუნთქვით პროცესში. წყალბადის მომატებული დონე მიუთითებს ლაქტოზის არასწორ მონელებაზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს ლაქტოზის აუტანლობაზე. მცირეწლოვან ბავშვებში და მათ, ვისაც არ შეუძლია სუნთქვის ტესტის ჩატარება, ლაქტოზას შემცველი საკვების მკაცრი აღმოფხვრა ორიდან ოთხი კვირის ვადაში დიაგნოსტიკის კიდევ ერთი ვარიანტია.
- მკურნალობის რა გზები არსებობს ლაქტოზის აუტანლობის დროს და როგორია გამოსავალი?
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის განკურნება არ არსებობს, დიეტის ცვლილებამ შეიძლება დიდი დადებითი გავლენა მოახდინოს პაციენტზე. ამ სიმპტომებთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან აცილება შესაძლებელია თქვენი ბავშვის საკვებში გარკვეული პროდუქტების შეზღუდვით ან ჩანაცვლებით. უპირველეს ყოვლისა ბავშვმა უნდა მიიღოს ექიმისგან რეკომენდებული რძის და რძის შემცველი პროდუქტების დღიური ნორმა. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ბავშვი იღებს საკმარისი რაოდენობის კალციუმს და D ვიტამინს, რადგან რძე ჩვეულებრივ ამ ნივთიერებების საუკეთესო წყაროა. ასეთ შემთხვევაში ულაქტოზო რძე ისევე როგორც მისგან წარმოებული ნაწარმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალია.