ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული და თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის N221-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა.
კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 მეტრის სიგრძის და 4 მეტრის სიმაღლის კლდის დამჭერი რკინა-ბეტონის კედელი აშენდა. გარდა ამისა, მოეწყო გზა და განახლდა წყალარინების შიდა ქსელი.
დასრულებული სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.