საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC (International Wines and Spirits Competition) ღვინის დეგუსტაცია დაიწყო. კონკურსის ვარსკვლავური ჟიური საერთო მსჯელობის ფონზე საკონკურსო ღვინოებს აფასებს და შესაბამის ქულას უწერს. ტესტირების შედეგად გამოვლინდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები.

აღსანიშნავია, IWSC საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში იმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.

IWSC-მა საქართველოში ტრადიციულად, საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავური გუნდი ჩამოიყვანა, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ტარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად არიან საერთაშორისო ჟიურის წევრები, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.

ჟიურის წევრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, უკეთ გაეცნენ როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ნიმუშებს, შეაფასეს მათი უნიკალური ნიშან-თვისებები და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. კონკურსის ფარგლებში იმერული ღვინის ასოციაციის მხარდაჭერით ჟიურის წევრებმა დააგემოვნეს იმერული ღვინოები, რომლებიც სხვადასხვა მეღვინეობების მიერ იყო წარმოდგენილი, შეისწავლეს მათი ნიშან-თვისებები და წარმოების ინდივიდუალური სტილი.

ამასთან, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების IWSC-ის კონკურსს პირველად უზბეკეთიც შეუერთდება.

უზბეკური მეღვინეობები წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia- ს კონკურსში.

"უაღრესად ვამაყობ IWSC-ის მიერ ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიებთან ჩამოყალიბებული გრძელვადიანი პარტნიორობით და ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, შემოდგომაზე აჭარის რეგიონში ეს პროცესი გავაგრძელო. ქართული ღვინის აღორძინება კარგად მიმდინარეობს და ჩვენ გვიხარია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ქართული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობაში წვლილის შეტანა,” კრისტელ გიბერი, IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მეორე წელია, რაც  მეღვინეებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჟიურის ასეთ შესანიშნავ გუნდს ვხელმძღვანელობ. ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს: მრავალი სუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და რესტორანი წარადგენს და აფართოებს საკუთარ თაროებზე ქართული ღვინის ასორტიმენტს. მეამაყება, რომ ჩვენი ჟიურის წევრები აჭარაში მივიღეთ. ვფიქრობ, შავი ზღვის ეს საინტერესო ტერუარი მალე, კახური ღვინოებთან ერთად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართული ღვინის ბაზარზე,"— სარა ებოტი, ღვინის მაგისტრი, IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი

„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტრადიციად იქცა, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. მეწარმეებისთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ექსპორტის გასაზრდელად,“ - აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

კონკურსის საზეიმო დაჯილდოებას აჭარა 28 ნოემბერს უმასპინძლებს და მედალოსანი ღვინოები გამოვლინდება. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე.

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia  გენერაური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესისპონსორები: მეღვინეობა თელიანი ველი, ბოლერო, ნაბერაული

პარტნიორები: თავადური ბათუმი, იმერუი ღვინის ასციაცია

მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპაიტეტის მერია, ჯეპრა

მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.