იგივე გამორჩეული გემო, ახალი ვიზუალური იდენტობა
"ეფეს საქართველომ" "ასკანელ ფალესტრაში" ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდის "ტაატის" განახლებული შეფუთვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას კომპანიის პარტნიორები, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირველები გაცნობოდნენ „ტაატის“ ახალ ვიზუალურ იდენტობასა და განახლებულ შეფუთვას, რომელიც ბრენდის განვითარების ახალ ეტაპს ასახავს. მათ, ასევე, დააგემოვნეს ლუდი „ტაატის“ პორტფელში წარმოდგენილი ორი სახეობა - New Zealand Pils (NZP) და New England India Pale Ale (NEIPA), რომლებიც ტროპიკული ხილის, ციტრუსისა და ყვავილოვანი ნოტების დაბალანსებული არომატით გამოირჩევა.
როგორც „ეფეს საქართველოში“ ამბობენ, შეფუთვის განახლება „ტაატის“ განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მიზანს, გააძლიეროს ბრენდის იდენტობა და მისი პოზიციები პრემიუმ კრაფტ ლუდის კატეგორიაში.
განახლებული ვიზუალური იდენტობის მთავარი სიახლეა ახალი 0.33-ლიტრიანი ბოთლი და დახვეწილი ეტიკეტი, რომელიც ბრენდის თანამედროვე, პრემიუმ და გამორჩეულ ხასიათს კიდევ უფრო ნათლად გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა მხოლოდ ვიზუალური იდენტობა და შეფუთვა, ხოლო „ტაატის“ გამორჩეული გემო უცვლელი დარჩა.
„0.33-ლიტრიანი შუშის ბოთლი და უფრო დახვეწილი ეტიკეტი ხაზს უსვამს პროდუქტის პრემიუმ სახეს. თუმცა მისი პრემიუმ ხასიათი მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ ეფუძნება. ის, უპირველესად, მის შინაარსში გამოიხატება. პროდუქტი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან: გამოყენებულია ოთხი სახეობის ალაო და სამი სახეობის სვია, მათ შორის ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან. სწორედ, ეს მაღალი ხარისხის ნედლეული ქმნის პროდუქტის განსაკუთრებულ გემოვნურ პროფილს. ამასთან ერთად, წარმოების პროცესში ვიყენებთ განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს, მათ შორის ე.წ. სეპარაციის მეთოდს, რაც კიდევ უფრო უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხსა და გამორჩეულ მახასიათებლებს,“ - აღნიშნავს "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი
„ტაატი“ 2023 წელს შეიქმნა. ბრენდის შექმნის იდეა კრაფტ ლუდების მიმართ მზარდმა ინტერესმა და კატეგორიის განვითარების ტენდენციებმა განაპირობა. კომპანიის მიზანი იყო შეექმნათ ლუდი, რომელიც გამორჩეული გემოთი, არომატითა და ხარისხით მომხმარებლის მოთხოვნებსა და მოლოდინებს უპასუხებდა. დღეს „ტაატის“ პორტფელში ორი სახეობაა წარმოდგენილი - New Zealand Pils (NZP) და New England India Pale Ale (NEIPA).
NZP (New ZealandPils) მზადდება 3 სახეობის ალაოსა და 3 გამორჩეული არომატული სვიისგან. ხარშვის განსაკუთრებული მეთოდი ლუდს გამორჩეულ გემოს ანიჭებს. მის არომატში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მცენარეული და ყვავილოვანი ნოტები, ხოლო დაგემოვნებისას იგრძნობა ტროპიკული ხილის არომატი, რომლებიც ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის სვიის ჯიშებისგან მიიღება.
NEIPA (New England India Pale Ale) გამოირჩევა ინტენსიური არომატულობითა და ზომიერი სიმწარით. ის მზადდება 4 სახეობის ალაოსა და 3 სახეობის სვიისგან. მის არომატში გამოკვეთილია ტროპიკული ხილისა და ციტრუსის ნოტები.
ტაატი ქართული სიტყვაა და ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ლუდი „ტაატის“ მირთმევაც რეკომენდებულია ტაატით, იმისათვის, რომ მომხმარებელმა სრულად შეიგრძნოს განსაკუთრებული ინგრედიენტების ჰარმონიული შეხამება. აქედან მომდინარეობს ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც: „დალიე ტაატით“.








