ბექა ნაცვლიშვილი: ლარის გაუფასურების მიზეზი საარჩევნო პერიოდთანაა დაკავშირებული

1541082877
"ლარის კურსი კომპლექსური საკითხია და დაკავშირებულია განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობასთან,ახლა დაკავშირებულია არჩევნებთან,იმიტომ რომ როგორც ფინანსურ ბარებზე ისე საზოგადოებაში იწვევს ვნებათა ღელვას",- საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა,ბექა ნაცვლიშვილმა ლარის კურსის გაუფასურების შესახებ "აიპრესსთან" საუბრისას განაცხადა.
"მთავრობის პოლიტიკა არ არის ექსპანსიურ ფულის ხარჯვაზე ორიენტირებული,ამიტომ მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ დავაბრალდებდი ლარის კურსის გაუფასურებას.ამას დავაბრალებ პირდაპირ რომ გითხრათ ბევრი ანალიზის გარეშე. პირველი, რომ ეს არის არჩევნების პერიოდი,საარჩევნო პერიოდში ყოველთვის არის ვნებათაღელვა, როგორც ფინანსურ ბაზრებზე ისე საზოგადოებაში.
მეორე ეს არის ჩვენს სავაჭრო პარტნიორები. როგორი მდგომარეობაა სავაჭრო პარტნიორებთან, პარტნიორობა აისახება ხოლმე ლარის კურსზე,ამას სჭირდება ღრმა ანალიზი.რაც შეეხება ექსპანსიურ პოლიტიკას და ხარჯვას მთავრობის მხრიდან ადგილი არ აქვს ამჯერად.
თუ ჩვენ ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს შევხედავთ რამდენად გეგმაზომიერად იხარჯება ფული,ბევრი ფული ხომ არ იხარჯება მაგალითად ერთ კვარტალში და მეორე კვარტალში ცოტა,ასეთი კვარტალური გადახარჯვები,რომელიც აისახება ხოლმე ლარის კურსზე -ადგილი არ აქვს.
ბიუჯეტზე რასაც გავლენა აქვს თვითონ, ესაა შემთხვევა, როდესაც ერთ კვარტალზე არ დახარჯა მთავრობამ და მეორე კვარტალში ბევრი დახარჯა. ამჯერად გეგმაზომიურად მიმდინარეობს ხარჯვა. თითქმის წლის ბოლოა, ვერ ვიტყვით ,რომ განსაკუთრებულად დიდი ნაწილი დაიხარჯა ამ კვარტალში და წინა კვარტალში ნაკლები,იმიტომ რომ არ ჩამოვრჩენილიყავით წლიურ ბმას.
ლარის კურსი კომპლექსური საკითხია და დაკავშირებულია განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობასთან,ახლა დაკავშირებულია არჩევნებთან,იმიტომ რომ როგორც ფინანსურ ბარებზე ისე საზოგადოებაში იწვევს ვნებათა ღელვას",-გაანცხადა ბექა ნაცლიშვილმა.