საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის თებერვალში საქართველოში გასული წლის თებერვალთან შედარებით 11%-ით მეტი ელექტროენერგიაა გამომუშავებული

ესკოს მონაცემების თანახმად, თებერვალში გამომუშავებულია 987 მილიონ 411 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, შარშან თებერვალში კი გამომუშავებული იყო 889 მილიონ 820 ათასი კვტსთ.

სულ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გამომუშავებულია 2 მილიარდ 098 მილიონ 100 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდში გამომუშავებულს (1 მილიარდ 914 მილიონ 820 ათასი კვტსთ) 9,6%-ით აღემატება.

მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (ოკუპირებული აფხაზეთის ჩათვლით) 2023 წლის თებერვალში 2022 წლის თებერვალთან შედარებით 6,0%-ით - 1 მილიარდ 128 მილიონ 049 ათას კვტსთ-მდე 1 მილიარდ 200 მილიონ 535 ათასი კვტსთ-იდან  - არის შემცირებული.

მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (ოკუპირებული აფხაზეთის ჩათვლით) 2022 წლის იანვარ-თებერვლის 2 მილიარდ 573 მილიონ 983 კვტსთ-იდან 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2 მილიარდ 411 მილიონ 179 ათას კვტსთ-მდე ანუ 6,3%-ით არის შემცირებული.