პატრიარქი: ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი (ვიდეო)

” ხალხის თანადგომა რომ არ იყოს მე ვერ გავუძლებდი, 42 წელია მე ვარ სამიზნედ, ღმერთი მიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას რომ გავუძლოთ, მე მადლობელი ვარ რასაც თქვენ აკეთებთ მთაში, მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს, ძალა მოგცეთ მამა ზეციერმა, მადლობელი ვარ.”

ამის შესახებ  საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვდერაზე განაცხადა.

 

21 თებერვალს საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ, სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

“21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი.

სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში” – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად