„მე რომ ვთქვა ახლა, რომ არ გულისხმობს მეთქი მელიას - საზოგადოება დამიჯერებს? ის ადამიანი, ვინც ამ თვეების განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ემთხვევა იმედის, პოს ტვ-ის, კობახიძის რიტორიკას, ცხადია, ამაზე იყო საუბარი. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და არა რაღაცნაირად გაჯიუტება, განაწყენება პირადი ამბიციების გამო, ზიანი საერთო საქმეს და, შესაბამისად, სააკაშვილის განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეზე, ვისაც ბრძოლა სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისთვის ენმ-ში - გამარჯვების კოალიციაში ყველა კარი ღიაა, თუმცა ადამიანებს, რომლებსაც სხვა არჩევანი აქვთ გაკეთებული და ჩვენ რამდენიმე თვეა, დიდი მოთმინებით ვცდილობთ, რომ გზას არ ასცდნენ, იქნებ როგორმე მოიფიქრონ და საკუთარი ენერგია და რესურსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართონ და ვერ მივაღწიეთ ამ შედეგს და მეტიც, კიდევ უფრო მძაფრად აგრძელებენ, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის შიგნიდან, ოჯახიდან ილანძღება და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უბრალოდ არ დაასრულა, შეუძლია სხვა გზა მოძებნოს. რამე თუ არ მოსწონს ადამიანს, შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს - თან მინდა ენმ-ის წევრობა, თან აგინებდე კობახიძის, იმედის ენით, ეს არ არის ნორმალური. ან კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოთმინებით ველოდებით, რომ დაიწყებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევანი მასზეა, ან ამას გააკეთებს ან უნდა ეყოს ვაჟკაცობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას და მოიქცეს ისე, როგორც მას სურს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

შეგახსენებთ, "7 ნოემბრის საქმეზე"  თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქმის მორიგი განხილვა გაიმართა, სადაც ექსპრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო.

 ექსპრეზიდენტმა "ნაციონალურ მოძრაობაში"მიმდინარე მოვლენები შეაფასა და  განაცხადა -  თუ პარტიის შიგნით ხართ და პარტიას ლანძღავთ, სჯობს ადგეთ და თქვენი გააკეთოთ, ვიდრე შიგნიდან დაასუსტოთ პარტია