გაერო: მიწისძვრის შედეგად ავღანეთსა და პაკისტანში მინიმუმ 220 ადამიანი დაიღუპა

გაერო მზადაა ავღანეთსა და პაკისტანს მიწისძვრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმაროს.

„ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად თუ შესაბამისი თხოვნა იქნება“, – განაცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარრიკმა.

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა დღეს დილით ავღანეთში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება INTERFAX.RU. მიწისძვრის ეპიცენტრი ჰინდიკუშის მთებში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში 7,5 მაგნიტუდას მიაღწია.

INTERFAX.RU-ს ინფორმაციით, მიწისძვრა იგრძნობოდა ცენტრალური აზიის რესპუბლიკებშიც. 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა უზბეკეთის დედაქალაქ, ტაშკენტში, ყირგიზეთის დედაქალაქში კი სიმძლავრემ 3-4 მაგნიტუდას მიაღწია. 

ასეთი სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრში მსხვერპლის შედარებით მცირე რაოდენობას სპეციალისტები სტიქიური უბედურების არეალში მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვით ხსნიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად