ივანიშვილს შეუძლია ინსტიტუტებს, პარტიას, თანამდებობის პირებს ზუსტად ისე მოექცეს, როგორც ასწლოვან ხეებს, მოგლიჯოს და გადარგოს სადაც უნდა. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, ეს საგიჟეთი როგორ შევცვალოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნების მიზეზი არ ვიცი, გულთმისანი არ ვარ, მაგრამ რეალურად ის ვიცი, რომ ეს ქვეყანა მას აქვს მიტაცებული, მას შეუძლია ინსტიტუტებს, პარტიას, თანამდებობის პირებს ზუსტად ისე მოექცეს, როგორც ასწლოვან ხეებს, მოგლიჯოს და გადარგოს იქ, სადაც უნდა. თავისი თავით, როცა უნდა მოვა, როცა უნდა წავა, როცა უნდა პარტიის ლიდერი გახდება, როცა უნდა პრემიერ მინისტრი გახდება, თუ მოუნდება პრეზიდენტიც გახდება. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ივანიშვილმა კონკრეტულად ახლა თავის  სამზარეულოდან, თავის ორანჟერეაში შესვლა რატო გადაწყვიტა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასეთი რამე შესაძლებელი არ იყოს, რომ ადამიანს ასეთი ძალაუფლება ჰქონდეს, რომ  რასაც უნდა იმას აკეთებდეს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, ეს საგიჟეთი როგორ შევცვალოთ“,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.