„ფორმულას“ ყველა კვლევა ემსახურება მხოლოდ ერთ ამოცანას - დაამშვიდონ კეზერაშვილი, რომ იმან არ დააგვიანოს ხელფასები,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთხელ.
ფორმულას ყველა კვლევა არის ნაგავი და მიემართება მხოლოდ ერთ ამოცანას - დაამშვიდონ კეზერაშვილი, რომ იმან არ დააგვიანოს ხელფასები.
თუ ჩემი არ გჯერათ 2021
წლის არჩევნების წინა კვლევა ნახეთ და შეადარეთ 2021 წლის არჩევნების შედეგებს“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.