„ასტონ ვილასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

„კვარა? ის ძალიან კარგად მივიღეთ. მოედანზე ერთმანეთს ბევრს ვაცინებთ და რჩევებსაც ვცვლით... მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს!", - განაცხადა უსმან დემბელემ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში პარი სენ-ჟერმენმა ასტონ ვილას უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.

„პარიზიენი“ „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ წერს, რომ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში, ალბათ, ორი ცვლილება მოხდება.

 დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდება კაპიტანი მარკინიოსი და არაა გამორიცხული, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სასტარტოში ბრედლი ბარკოლა დააყენოს. რადგან ინგლისური გუნდი პარიზში 1:3 დამარცხდა, გოლის გასატანად  თავიდანვე დიდი ძალებით წავლენ შეტევაში და სწრაფ ბარკოლას კონტრიერიშებზე შანსი მიეცემა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის მარცხენა ფლანგზე დაიწყებს თამაშს და როგორც აქამდე იყო, ხშირად შეიცვლის პოზიციებს.

 „პარი სენ ჟერმენმა“ დღეს ივარჯიშა, ხვალ დილით კი ბირმინგემში გაფრინდება. შეხვედრა „ვილა პარკზე“ 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა (პარიზიენის ვერსია): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.