სანდრო ბაზაძემ კორეელი სან გუკ ოჰი (ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურში და ერთ გზის პირადში) 15:12 დაამარცხა და ნახევარფინალშია/
ცნობისთვის, ბექა და სანდრო ბაზაძეები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო თასზე 32 საუკეთესო მოფარიკავეთა შორის არიან
შეგახსენებთ, 2025 წლის 25 იანვარს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასი ჩატარდა, სადაც სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა მეოთხედფინალში ტუნისელ მოფარიკავეს 15:14 სძლია, ნახევარფინალში კი კორეელ სპორტსმენთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კიდევ ერთმა ქართველმა, ბექა ბაზაძემ დაძაბული ბრძოლების ფონზე T64-ში შესვლა მოახერხა. ტურნირში ასევე იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა: ვახტანგ არჩვაძემ, ალექსანდრე თავართქილაძემ, დავით თავართქილაძემ და ალექსანდრა კუვაევამ.
მსოფლიო თასზე 253 მოფარიკავე გამოდიოდა.