პარიზის ოლიმპიური თამაშების მედლებისთვის ბრძოლაში ხმლით მოფარიკავეები ჩაებნენ.

მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი სანდრო ბაზაძის მეტოქე მეთექვსმეტედფინალში მექსიკელი ჯებრან ზეა იყო.

სანდრო ბაზაძემ მეტოქე 15:6 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ეგვიპტელი მოჰამედ ამერი იქნება.

ზიად ელსისი (ეგვიპტე) - მიტჩელ სარონი (აშშ)
სან ვონ პაკი (კორეა) - ჩენპენ შენი (ჩინეთი)
ლუკა კურატოლი (იტალია) - ლუიჯი სამელე (იტალია)
ალი პაკდამანი (ირანი) - სანგუკ ოჰი (კორეა)
სებასტიან პატრისი (საფრანგეთი) - მათიას საბო (გერმანია)
ჩანად გემეში (უნგრეთი) - ფარეს ფერჯანი (ტუნისი)
ფარეს არფა (კანადა) - ბოლად აპიტი (საფრანგეთი)
სანდრო ბაზაძე (საქართველო) - მოჰამედ ამერი (ეგვიპტე)

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი აარონ ჟილაგი მეთექვსმეტედფინალში კანადელ ფარეს არფასთან 8:15 დამარცხდა