იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სასწავლო კურსი სასწავლო კურსი, რომლის მიზანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა, 22-25 აპრილს ჩატარდება.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმესთან დაკავშირებულ სფეროებში და საჭიროებს დამატებითი ცოდნის მიღებას; ასევე მათთვის, ვინც იწყებს სამსახურს ამ მიმართულებით ან მუშაობს მენეჯერის პოზიციაზე და სურს, ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობას.
მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 16 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba