საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტ სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო სოლო კონცერტი გაიმართა.
პროგრამაში იყო შუბერტის, დე ფალას, პროკოფიევისა და მონსალვაჩეს ნაწარმოებები.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
მინისტრმა სანდრო გეგეჭკორს კონცერტის წარმატებით ჩატარება მიულოცა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
ჯულიარდის სკოლის სტუდენტი სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის არტისტია.