6 და 7 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია საღონისძიებო სივრცეში ტონინო გუერას სახელობის კონცერტი - ‘’ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი Serate Verdi / მწვანე საღამოები გაიმართება.
წარმოგიდგენთ უნიკალურ მუსიკალურ საღამოს იტალიელი მუსიკოსების - სიმონე ძანკინის, სარა კალვანელის და ქართველი არტისტების მონაწილეობით.
იტალიელი პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, სცენარისტი ტონინო გუერა დაიბადა 1920 წლის 16 მარტს, იტალიის პატარა ქალაქ სანქტ-არქანჯელოში.
მან დაწერა სცენარი 100-ზე მეტი ფილმისთვის, რომელთაგან ბევრი კლასიკად იქცა.
ტონინო გუერას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ ხელოვანებთან და გამორჩეულად უყვარდა საქართველო.
6 და 7 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით იმართება.