ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტმა დაასრულა. თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.



ზუგდიდის მთავარ მოედანზე გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, მოწყობილი იყო შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, გაიმართა მასტერკლასები. 
წარმოდგენილი იყო უმაღლესი სასწავლებლების და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები.
დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 17:10 საათზე კი ზუგდიდის მთავარ მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.