მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვისკონტების სასახლეში ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ, მილანის პრეფექტმა კლაუდიო ზგარალიამ და ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ალპარონემ.
შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.