ბათუმში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში.
პროექტის ფარგლებში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ასფალტის საფარის სამი ფენა.
შეიცვალა ტროტუარზე არსებული ფილები, გზაგამყოფი მოაჯირი და განთავსდა საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები. სამუშაოების მეორე ეტაპი ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომ გაგრძელდება.