აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ "არ აინტერესებს", თუ რა თქვა მისმა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა, რადგან მისი თქმით, 13 ივნისს ისრაელის იერიშებამდე ირანი "ძალიან ახლოს" იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან.
"თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ თქვენი აზრით, ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად ახლოს იყვნენ ისინი მის შექმნასთან, რადგან ტულსი გაბარდმა მარტში ჩვენება მისცა, რომ სადაზვერვო სტრუქტურების მიხედვით, ირანი ბირთვულ იარაღს არ ქმნიდა" - ჰკითხა ტრამპს რეპორტიორმა.
აღნიშნულ კითხვას კი აშშ-ს პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: "არ მაინტერესებს, რა თქვა მან. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვული იარაღის შექმნასთან".