საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, დუბაის საამიროს მმართველის მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის სამძიმრის წერილი მიიღო. 

მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმი უსამძიმრებს ქართველ ხალხს. 

 „ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა მისი უწმინდესობის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის, გარდაცვალების შესახებ.

თქვენ აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და განსვენებულის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ დიდი დანაკარგის გამო“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.