იძულებული გავხდი ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე. იმის საფუძველზე, რომ კოხტა კოდუამ, უკაცრავად თითოეულ თქვენგანთან და საზოგადოებასთან, დამემუქრა, საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ის ხელკეტით გამაუპატიურებდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ცრუ ბრალდებას ხელს არ მოვაწერდი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ ნაწამებმა ყოფილმა პატიმარმა, ლაშა არქანიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

"იძულებული გავხდი ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე. იმის საფუძველზე, რომ კოხტა კოდუამ, უკაცრავად თითოეულ თქვენგანთან და საზოგადოებასთან, დამემუქრა, საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ის ხელკეტით გამაუპატიურებდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ცრუ ბრალდებას ხელს არ მოვაწერდი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ ნაწამებმა ყოფილმა პატიმარმა, ლაშა არქანიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან წინააღმდეგობის გაწევის არც უნარი შესწევდა და არც სხვა გზა რჩებოდა, ხელი მოაწერა ბრალს, რომელიც არ ჩაუდენია. არქანიას თქმით, მისი ცემა და წამება წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა, სადაც ბუხარში დაწვით დაემუქრნენ. 

"იქიდან გამომდინარე, რომ მეტი წინააღმდეგობის არც უნარი შემწევდა, არც არანაირი გზა მრჩებოდა, იძულებული შევიქმენი, ხელი მომეწერა ბრალზე, რომელიც არ ჩამიდენია ნარკოტიკის და იარაღის ფლობის თაობაზე. ამის შემდგომ, უკვე დილის საათებში, გადამიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა ჩემი ცემა და წამება, მეტიც, დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით, იმის გამო, რომ მე მათ არ დავეხმარე მათთვის სასურველ საქმეში." -  განაცხადა ლაშა არქანიამ.