ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„ვაყა მჭიდროდ დასახლებული სოფელია, შესაბამისად, შიდა გზების მოწესრიგება აქაური მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია.პროექტის ფარგლებში, ეწყობა სამი შიდა საუბნო გზა, ერთ უბანზე უკვე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს, დანარჩენ უბნებზე- სანიაღვრეების მოწყობისა და გზის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“- აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერის პირველი მოადგილის გიორგი პაპიაშვილისა და და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ვეფხია ბლიაძის განმარტებით, სამუშაოები თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 454 089 ლარს შეადგენს.