გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 30 წლის ახალგაზრდა დაჭრა.

სანადირო თოფიდან მიყენებული ჭრილობით, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში  გადაიყვანა. 

მედიკოსების ინფორმაციით,  30 წლის მამაკაცს  ცეცხლნასროლი ფერდქვეშა ნაფლეთოვანი ჭრილობა აქვს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.