თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

როგორც "იპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი.