„გაზაფხულს, ისე არაფერი უხდება, როგორც დღესასწაული“ - ეს დღესასწაული კი ყველაზე მნიშვნელოვანს, წიგნებს და წიგნიერების გავრცელებას ეძღვნება.

10-დან 13 აპრილის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილონში (წერეთლის #118) თბილისის წიგნის ბაზრობა მოეწყობა. წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტი“ საგანგებოდ ამ დღეებისთვის ახალ, მსოფლიო ბესტსელერ გამოცემებს გიმზადებთ!

ჩვენი გამომცემლობა, ერთგულ მკითხველს და ლიტერატურის მოყვარულებს, წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.

დაგხვდებით ახალი სერიებით, საყვარელ ავტორთა წიგნებით, დიდი ფასდაკლებებით, განსაკუთრებული შეთავაზებით მასწავლებელთათვის, საინტერესო ღონისძიებებით და სტენდზე მოულოდნელი გათამაშებებით.  
გელოდებით ექსპო ჯორჯიაში 10-13 აპრილს! შეცვლილი თარიღით, მაგრამ უცვლელი ღირებულებებით!

საკონტაქტო ინფორმაცია

ლილი ალფაიძე
გამომცემლობა „ინტელექტის“ პიარ მენეჯერი
მობ.: 595 90 73 53

ზვიად კვარაცხელია
გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი
მობ.: 555 45 96 95