საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: ა.თ.ეა- აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტს პრიზები გადაეცა პროექტებისთვის:
,,ქუთაისი-ეკო სმარტ ქალაქი, მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პრორტფელი" და
„ოდისეა: საქუთაისო - ციფრული ტურისტული თამაში’’.
ჯილდო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს და გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელებს -
მარინა ხაჭაპურიძესა და ირაკლი გოგლიჩიძეს გადაეცათ.
" ქუთაისს ა.თ.ეა-სთან წარმატებული თანამშრომლობის წლები აკავშირებს. ფაქტობრივად, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის რომელიმე ნომინაციაში არ გაგვემარჯვებინა.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გამარჯვებული პროექტების წარმატებით დანერგვასა და განხორციელებაში;
მადლობა ა.თ.ეა- ს, ქალბატონ ნინო რუხაძეს, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის გრძნობს ქუთაისის მუნიციპალიტეტი!
იმედი მაქვს, კვლავ ასეთი წარმატებული თანამშრომლობა გვექნება."- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program) 2018 წლიდან ახორციელებს.