დღეს, ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე, კონკურსში გამარჯვებისთვის, სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა.
საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ხარაგაულის მერიამ, უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტი წარადგინა.
საზეიმო ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც საუკეთესო პრაქტიკის განაცხადზე წარდგენილი პროექტების განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა.
ხარაგაულიდან მერთან ერთად სპეციალური ჯილდო, როგორც პროექტის მხარდამჭერმა , მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძემ მიიღო.
ხარაგაულის მერია მეცხრე წელია აფინანსებს უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტს.
კობა ლურსმანაშვილი:
,, ხარაგაულის მერია მეცხრე წელია აფინანსებს უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტს.
ხარაგაულში უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება.
ხარაგაულის მერია ყოველწლიურად გამოჰყოფს შესაბამის თანხას პროგრამის მდგრადობისთვის.
პროექტის მიზანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მხედველობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის რესურცენტრი შექმნაა.
მოწყვლადი ჯგუფებისადმი, მათ შორის შშმ პირებისადმი მომსახურების შეთავაზების მიზანია, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, სოციალური სერვისების გაუმჯობესება და დახვეწა.
აღნიშნული პროექტი მუნიციპალური სოციალური სერვისების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება."
შეგახსენებთ, რომ ხარაგაული უკვე მესამედ არის აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული. 2014 წელს კობა ლურსმანაშვილმა საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის ჯილდო ,,მყარი ნარჩენების მართვისთვის" მიიღო.
2021 წელს მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის, რომელიც საპილოტე პროექტი გახლდათ.
დღეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის 11 ნომინაციაში გამარჯვებული 13 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.
#საუკეთესოპრაქტიკა
#გამარჯვებულიმუნიციპალიტეტი
#ხარაგაული2025