ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდა მონრეალის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, რამაზ ხარშილაძის ხსოვნის Vll რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.
გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით და თასებით დააჯილდოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა, ასევე დამსახურებულმა მწვრთნელებმა და წარმატებულმა სპორტსმენებმა.
ღონისძიება ჩატარდა ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.