საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის პირველი იანვრისთვის 3 მილიონ 694 ათას 608 კაცი შეადგინა, რაც 2023 წლის 1 იანვრისთვის არსებულზე 41 749-ით  ანუ 1,1%-ით ნაკლებია.

2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).

2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 245 064 კაცი, საქართველოში  კი შემოვიდა 205 857 კაცი.

2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა 66,7%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ, მიგრაციიდან დაბრუნებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ოდენობა 44,7%-ია.