ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის” ორგანიზებით, ანა კალანდაძის სახელობის სკვერში მოეწყო ბენეფიციარების მიერ წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
„პროეექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ. შეირჩა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გურიაში, რომელიც გახლდათ საკმაოდ ახალი, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეფინანსებინა და მათი მეშვეობით მოხდა ბენეფიციარების შერჩევა. ეს არის არაჩეულებრივი მაგალითი თუ როგორ შეიძლება რეგიონში ასე მოშორებით მუნიციპალიტეტის სოფლებში იპოვოთ დამწყები მეწარმეები, რომლებიც ვერ იღებენ სხვა დაფინანსებებს იმიტომ, რომ უბრალოდ წვდომა და ცნობიერება არ აქვთ ამასთან დაკავშირებით და ეს არის არაჩეულებრივი მაგალითი იმისა, რომ შეიძლება მათ ჰქონდეთ გადასარევი იდეები და მოხდეს მათი დაფინანსება“,- განაცხადა პროექტ „CESL”-ის ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰარდინგმა.
როგორც ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის” დამფუძნებელმა, ირინე ბაქრაძემ აღნიშნა, ერთი წლის მანძილზე ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტრენინგი და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩოხატაურს ჰყავს შემდგარი და წარმატებული მეწარმე ქალები.