ახალი ამბების რადიო და ტელე მაუწყებელი bfmtv-ს ინფორმაციის ასეთი განცხადება მატინიონში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაკეთდა.

დღეს, შუადღისას, საფრანგეთის პოლიციამ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის შენობიდან იმ პროპალესტინელი სტუდენტების ევაკუაცია მოახდინა, რომლებმაც გუშინ საპროტესტო აქცია წამოიწყეს. მატინიონი ამტკიცებს, რომ სტუდენტთა ასეთი აქციების მიმართ „არის შეუდრეკელობა და იგი სრულად შენარჩუნდება"

„ჩვენ სისტემატურად ვუბრძანებთ პოლიციას ჩაერიოს უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლებაში, როგორც კი იქ ბლოკირება ან თავმოყრა იქნება,” - განუცხადეს BFMTV-ს პრემიერ-მინისტრის ოფისში.

ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში ვითარება დიალოგის გზით მოგვარდა, ზოგან კი უნივერსიტეტის რექტორთა მოთხოვნისთანავე პოლიცია დაუყოვნებლივ შევიდა. გუშინ 23 ობიექტიდან მოხდა ევაკუაცია. რაც შეეხება პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტს, დროებითი ადმინისტრატორის თხოვნის შემდეგ ჩარევა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა მოითხოვა. გარდა ამისა, მან სთხოვა უმაღლესი განათლების მინისტრს, დროებით ადმინისტრატორთან ერთად გაეკეთებინა ყველაფერი, რათა ბოლო მოეღოს ამ სამარცხვინო ვითარებას.

პოლიცია დარჩება პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ირგვლივ, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ბლოკირება, - აცხადებს მატინიონი.