თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, კორპუსი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ავარიულია.