საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები გრძელდება.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ გასვლაზე „ოსერი“ დაამარცხა და ლიდერთა ოთხეულში შევიდა.

გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 8,0)  თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„ოსერი„ - „ლიონი“ 1:3(0:0)
გოლები: 54' გიორგი მიქაუტაძე თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 62' რაიან ჩერკი 0:2, 77' ლასინე სინაიოკო 1:2. 84' ალექსანდრ ლაკაზეტი (გიორგი მიქაუტაძე) 1:3