ევროპა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ სახლში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა.

გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 7.3) მინდორზე პირველი წუთიდან ბოლომდე იყო. მეორე გოლი რაიან ჩერკიმ მას შემდეგ გაიტანა, რაც გიორგი მიქაუტაძის ძლიერი დარტყმა მანჩესტერელთა მეკარე ანდრე ონანამ მოიგერია.

„ლიონი“ - „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:2(1:1)
გოლები: 26' ტიაგო ალმადა 1:0, 45+5' ლენი იორო 1:1, 89' ჯოშუა ზირკზე 1:2, 90+5' რაიან ჩერკი (გიორგი მიქაუტაძე) 2:2


„ბოდო გლიმტი“ - ლაციო“ 2:0(0:0)
გოლები: 47' და 69' ულრიკ სალტნესი 1:0 და 2:0

„რეინჯერსი“ - „ატლეტიკი“ 0:0
გაძევება: 13' რობინ პროპერი („რეინჯერსი“, წითელი ბარათი)
82-ე წუთზე ალექს ბერენგერის დარტყმული თერთმეტმეტრიანი „რეინჯერსის“ მეკარე ლიამ კელიმ მოიგერია.

„ტოტენჰემი“  - „აინტრახტი“ 1:1(1:1)
გოლები: 6' ჰუგო ეკიტიკე 0:1, 26' პედრო პორო 1:1


განმეორებითი შეხვედრები 17 აპრილს გაიმართება.