მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და კლინიკა „კანის“ ექიმებმა 18-წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს უფასო მომსახურება გაუწიეს.

მოსახლეობამ კონსულტაციები ათამდე სპეციალისტისგან მიიღო.

სამედიცინო აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით, კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ ჩატარდა.